| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ბლოკის წევრმა ქვეყნებმა ხუთშაბათს შეიმუშავეს ახალი შეთანხმება, რომელიც კრიპტო ინდუსტრიის რეფორმირებას გულისხმობს და მას „კრიპტოაქტივების ბაზარი“ (MiCA) ეწოდება. ეს რეგიონში ციფრული აქტივების ყოვლისმომცველი ნორმატიულ–სამართლებრივი ბაზის შექმნის პირველი მცდელობაა, წერს CNBC.
ევროპარლამენტის დეპუტატის სტეფან ბერგერის თქმით, წესების მიზანია „კრიპტოვალუტების ველურ დასავლეთში წესრიგის დამყარება“. ასეთი ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ევროკავშირის სამმა უწყებამ დაასრულა ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც კრიპტოვალუტებით ფულის გათეთრების აღკვეთაზეა მიმართული. ახალი წესები კრიპტო ბაზარს რთულ პერიოდში შეეხება, როდესაც ბიტკოინს ყველაზე ცუდი კვარტალური მაჩვენებლები აქვს ბოლო 10 წლის განმავლობაში.
„კრიპტოვალუტების ველურ დასავლეთში“ წესრიგის დამყარება გულისხმობს, რომ ახალი შეთანხმება სთეიბლკოინების ემიტენტებისგან, როგორებიცაა Tether და USDC Circle, მოითხოვს საკმარისი რეზერვების უზრუნველყოფას იმ შემთხვევისთვის, თუ კლიენტები მასობრივად დაიწყებენ სახსრების განაღდებას. სთეიბლკოინები, რომლებიც საკმაოდ გამსხვილდებიან, ასევე ახალ შეზღუდვასაც წააწყდებიან ტრანზაქციების მოცულობამ დღეში 200 მლნ ევროს არ უნდა გადააჭარბოს.
ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების სამმართველოს მიეცემა უფლებამოსილება ჩაერიოს, აკრძალოს ან შეზღუდოს კრიპტოვალუტის პლატფორმების მუშაობა, თუ შენიშნავს, რომ სათანადოდ ვერ იცავენ ინვესტორებს ან საფრთხეს უქმნიან ფინანსურ სტაბილურობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss