| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოსთვის ბრინჯის მიმწოდებელთა ხუთეულში მყოფმა რუსეთმა ამ პროდუქტისა და საკვები ამინომჟავების ექსპორტი დღეიდან, 1–ლი ივლისიდან 2022 წლის ბოლომდე აკრძალა.
„2022 წლის 1–ლი ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით რუსეთიდან საკვები ამინომჟავების, ბრინჯისა და ბრინჯის ფქვილის ექსპორტი იზღუდება. მთავრობამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ შესაბამის დადგენილებას ხელი უკვე მოაწერა“, – ნათქვამია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზანი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
საქსტატის ცნობით, მაისში საქართველოში რუსეთიდან 89,27 ტ ბრინჯი შემოვიდა. ამ მაჩვენებლით რუსეთი საიმპორტო ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება ინდოეთს (402.72 ტ), პაკისტანს (405 ტ) და ტაილანდს (208 ტ).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss