ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უსასრულო გარანტია სატვირთო ავტომობილების აკუმულატორებსა და საბურავებზე
30 ივნისი, 2022, 17:30
უსასრულო გარანტია სატვირთო ავტომობილების აკუმულატორებსა და საბურავებზე

შორ გზაზე უსაფრთხო მგზავრობისთვის სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების გამართულობა ერთ-ერთი მთავარი პირობაა. სპეციალისტების რჩევით, შორ დისტანციაზე გადაადგილებამდე მნიშვნელოვანია, ყველა საჭირო დეტალი შემოწმდეს.

 

სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მფლობელებს „თეგეტა მოტორსი“ განახლებულ საგარანტიო პირობებს სთავაზობს. უსასრულო გარანტია ნებისმიერი ბრენდის აკუმულატორებსა და საბურავებზე ვრცელდება.


უსასრულოგარანტიის პირობებში, „თეგეტა მოტორსში“ შეძენილ აკუმულატორს სერვისცენტრში უსასყიდლოდ შეაკეთებენ ან მომხმარებელს თანხის 100%-ს აუნაზღაურებენ. გარანტიის პირობები შეიძლება გავრცელდეს როგორც გარეგანი ზემოქმედებით აკუმულატორის სრული ან ნაწილობრივი დაზიანებისას, ისე ელექტრონული გაუმართაობის შემთხვევაშიც.


სატვირთო ავტომობილისა და მიკროავტობუსისთვის კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი საბურავია. „თეგეტა მოტორსის“
უსასრულოგარანტია ნებისმიერი ბრენდისა და დანიშნულების საბურავზე მოქმედებს. აკუმულატორების მსგავსად, უსასრულო საგარანტიო პირობა გულისხმობს შემდეგს: ნებისმიერი მიზეზით დაზიანების შემთხვევაში საბურავის აღდგენას ან 100%-მდე თანხის ანაზღაურებას.

 

სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მფლობელებს უსასრულო გარანტიით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში აკუმულატორისა და საბურავების შეძენა-დამონტაჟების შემთხვევაში შეუძლიათ.

 

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები