| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – აშშ–ირანის არაპირდაპირი მოლაპარაკებები ბირთვული გარიგების აღდგენის საკითხზე კატარის დედაქალაქ დოჰაში უშედეგოდ დასრულდა, წერს Al Jazeera.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების თქმით, ირანმა „ირანმა ისეთი საკითხები წამოწია, რომლებიც საერთოდ არ უკავშირდება 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებას და, როგორც ჩანს, არ არის მზად პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად, სურს თუ არა შეთანხმების აღორძინება, ან საბოლოოდ დასამარება“.
ენრიკე მორამ, დოჰაში გამართული მოლაპარაკებების შუამავალმა ევროკავშირის მხრიდან განაცხადა: „მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელი აშშ–ის პოზიციამ შეუშალა ხელი, რომელიც ითხოვდა ვენაში წარმოდგენილი ტექსტის პროექტის გატანას. ეს ტექსტი გამორიცხავს ირანისთვის ეკონომიკური სარგებლის მიღების რაიმე სახის გარანტიებს“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს მოლაპარაკებების ჩავარდნას. სამინისტროს წარმომადგენლის ნასერ კანანის აზრით, მოლაპარაკებები პროფესიონალურ და სერიოზულ ატმოსფეროში გაიმართა და გეგმის მიხედვით დასრულდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss