ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია ტრასეკას სემინარზე განიხილეს
30 ივნისი, 2022, 11:29
საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაცია ტრასეკას სემინარზე განიხილეს

თბილისი (GBC) – ტრასეკას მარშრუტებზე სასაზღვრო გადასასვლელებსა და საზღვაო პორტებში საბაჟო პროცედურებისა და ფორმალობების ჰარმონიზაციის საკითხები ორგანიზაციის მიერ გამართულ ონლაინ სემინარზე განიხილეს.

ამის შესახებ ინფორმაცია ტრასეკას ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

სემინარზე აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, რუმინეთის, ტაჯიკეთის, თურქეთის და უკრაინის საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საქართველო ნახსენები არ არის.

სემინარის სპიკერებმა საბაჟო ტრანზიტის ჰარმონიზაციისა და გამარტივების საკითხებში გამოცდილება გაცვალეს და აქცენტები მულტიმოდალურ სატრანსპორტო ოპერაციებზე გააკეთეს. ასევე ისაუბრეს საბაჟო ორგანოებს შორის ინფორმაციის სისტემატური გაცვლის საჭიროებაზე.

როგორც ცნობილია, ტრასეკას მარშრუტებისთვის, რომლებიც ევროპას, კავკასიას და აზიას აკავშირებს ერთმანეთთან, დამახასიათებელია ტრანზიტული ქვეყნების გავლით სასაზღვრო გადასასვლელებზე, პორტებში გაფორმებებისთვის დროის დანაკარგები. ასევე, გარკვეული ფორმალობების დაცვაა საჭირო, როდესაც ტრანსპორტის სახეობის ცვლილება ხდება – ამ შემთხვევაშიც საჭიროა დოკუმენტების გაფორმება და საბაჟო პროცედურების გავლა.

ზოგადად პროცედურების ჰარმონიზაცია და გამარტივება, საბაჟო ტრანზიტის რეჟიმების ეფექტიანობის გაზრდა, საზღვრების გადაკვეთისთვის საჭირო ფორმალობების გამარტივება და საზღვაო პორტების ეფექტიანობის ამაღლება იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც ტრასეკას მარშრუტებზე გადაზიდვების გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები