ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მთის ლუდი წარმოებას 3-ჯერ ზრდის
29 ივნისი, 2022, 12:24
მთის ლუდი წარმოებას 3-ჯერ ზრდის

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კასპში ლუდის საწარმომ წარმოება სამჯერ გაზარდა. პროექტის ჯამური ღირებულება 300,000 ლარია, ბანკის ინვესტიცია  - ₾ 85,000.

„მთის ლუდის“ ბრენდის ქვეშ, კომპანია ცოცხალ, გაუფილტრავ კრაფტ ლუდის წარმოებას ახორციელებს. პროდუქციის რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით, კასპში, გორში, მუხრანში, ქარელში, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხორციელდება.

ფინანსური რესურსი თანამედროვე ხარისხის  ინვენტარის შეძენას მოხმარდა. კომპანია თვის განმავლობაში  15-20 ტონა ლუდის წარმოებას უზრუნველყოფს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, წარმოების გაფართოვება და თანამედროვე  სტანდარტების დანერგვა შევძელით. საწყის ეტაპზე, ყოველდღიური წარმოება 200 ლიტრს შეადგენდა. ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი 600 ლიტრს აჭარბებს. ჩვენი მიზანია, მეტად გავზარდოთ წარმოება და დღეში 2 ტონა მოცულობის ლუდი გამოვხადოთ. წარმოებას ვისკიც დავამატეთ, სამომავლოდ კი, ვგეგმავთ მომხმარებელს სხვა სახეობის ლუდიც შევთავაზოთ“, - აცხადებს ზურაბ თეზიაშვილი, საწარმოს ხელმძღვანელი.

რომ იცოდეთ: საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, Made in Georgia დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები