ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-თან პარტნიორობით თიხის აკადემია ფართოვდება
29 ივნისი, 2022, 19:44
BOGG-თან პარტნიორობით თიხის აკადემია ფართოვდება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი  აცხადებს, რომ ქართული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ხელნაკეთი კერამიკული ნივთების საწარმო საქმიანობას ავითარებს. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 30,000 ლარს შეადგენს.

„თავდაპირველად მომხმარებელს კერამიკის ხელნაკეთ ჭურჭელსა და სუვენირებს ვთავაზობდით. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ახალი ინვენტარი შევიძინეთ და ჩვენს საქმიანობას ახალი მიმართულება - თიხის აკადემია დავამატეთ. აკადემიაში როგორც პატარებს, ასევე დიდებს, ძერწვის შესწავლის კურსებს ვთავაზობთ. ინტერესი დღითიდღე მატულობს, რაც ძალიან გვახარებს და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ განვითარება“, - აცხადებს ბიზნესის ხელმძღვანელი, მაიკო ჩინჩალაძე.

საწარმოს პროდუქცია ონლაინ, ბიზნესის ფეისბუქ გვერდზე და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები