ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მელიქიშვილის №10 –ში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
29 ივნისი, 2022, 15:45
მელიქიშვილის №10 –ში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა

თბილისი (GBC) - „რამადა თბილისი“ სტუმრებს 4 კატეგორიის 125 კომფორტულ ოთახს სთავაზობს.

სასტუმროს რესტორნის სახელი მისი განსაკუთრებული ადგილმდებარეობის გამო შეირჩა და ერთ-ერთი უძველესი, კოლორიტული უბნის, ვერის სახელი ეწოდა. რესტორანი „ვერა“ სასტუმროს მთავარი თავშეყრის ადგილია, რომელიც სტუმრებს როგორც ევროპული, ისე ტრადიციული ქართული კერძებით მასპინძლობს. აქვეა განთავსებული ბარი, რომელშიც  წასახემსებლებისა და საავტორო კოქტეილების დიდი არჩევანია.

ხელსაყრელი მდებარეობა და ნათელი, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების ოთახები შესანიშნავი არჩევანია კორპორაციული შეკრებების, წვეულებებისა თუ ტრენინგების დასაგეგმად.

ბრენდი "რამადა" 1954 წელს შეიქმნა. დღეს ის 850-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს 60-ზე მეტ ქვეყანაში და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროების ქსელია.

პროექტის ჯამური ინვესტიცია 18 მილიონი აშშ დოლარია. ამჟამად სასტუმროში დასაქმებულია 80 ადამიანი. დაგეგმილია დასაქმებულთა რაოდენობის 120-მდე გაზრდა.

სასტუმროს მართავს „ამბერ ჯგუფი“, ქართული კომპანია, რომელიც ამ ბიზნესს 2019 წელს სასტუმრო "გუდაური ლოჯის" გახსნით შეუერთდა.



მელიქიშვილის ქ. 10, 0179 თბილისი, საქართველო

+995 322 44 77 77

ramadatbilisi.com

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები