ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსეთის ელჩი: აშშ–ის ახალი ანტირუსული სანქციები თამაშის წესებს არღვევს
29 ივნისი, 2022, 11:11
რუსეთის ელჩი: აშშ–ის ახალი ანტირუსული სანქციები თამაშის წესებს არღვევს

თბილისი (GBC) – ვაშინგტონის მიერ 28 ივნისს გამოცხადებული ახალი ანტირუსული სანქციები რუსეთის ელჩისთვის აშშ–ში ანატოლი ანტონოვისთვის „თამაშის წესების დარღვევაა“. სანქციები, რომლებიც რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავს, რუსეთის სახელმწიფო თავდაცვით კონგლომერატს „როსტეხ“ და კიდევ რამდენიმე ბანკს ეხება, რუსეთის ელჩის თქმით, „ აფრთხეს უქმნის საერთაშორისო ეკონომიკურ სტაბილურობას, ყველა ეკონომიკისთვის არღვევს თამაშის წესებს“.

ამერიკის მთავარმა ფინანსისტმა ჯანეტ იელენმა კი განაცხადა, რომ აშშ მომავალშიც გააგრძელებს პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას, უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული მასშტაბური სამხედრო აგრესიის გამო. 

„G7–ის წევრების მიერ ამ კვირაში გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ უფრო შეუზღუდა რუსეთს ტექნოლოგიებზე წვდომა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მისი შეიარაღებული ძალებისთვის. რუსეთის სამხედრო მრეწველობაზე იერიში გამოიწვევს პუტინის შესაძლებლობების დეგრადაციას და კიდევ უფრო გაურთულებს მას უკრაინაში დაწყებული ომის წარმოებას“, – აღნიშნა იელენმა.

ახალი სანქციები რუსეთში დამატებით 45 იურიდიულ და 29 ფიზიკურ პირს შეეხება. სანქციებს ქვეშ მოექცა ეფესბესა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, რომელთა მონაწილეობა ადამიანის უფლებების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში უკრაინაში უკვე მხილებული არიან და ეს ფაქტები დადასტურებულია. სანქციებს დაექვემდებარა ასევე კერძო სამხედრო კომპანია „რსბ–გრუპ“, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთანაა დაკავშირებული.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები