ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ის პრეზიდენტი AmCham-ში
28 ივნისი, 2022, 18:05
სებ-ის პრეზიდენტი AmCham-ში

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე კობა გვენეტაძემ ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო.

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ისაუბრა იმ საერთაშორისო ფაქტორებზე, რაც ინფლაციაზე ახდენს გავლენას. "მაშინ როდესაც, Covid-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვების პრობლემები და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი ჯერ ბოლომდე დაძლეული არ იყო, მიმდინარე ომმა მიწოდების ჯაჭვები კიდევ მეტად შეაფერხა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი კიდევ უფრო გააღრმავა. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის და ნავთობის ფასების მკვეთრად ზრდა განაპირობა. ბუნებრივია, რომ ეს მდგომარეობა საქართველოზეც ახდენს გავლენას. ჩვენი პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირებას დაიწყებს და 2023 წელს  მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

ამასთან, სებ-ის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საფინანსო სექტორში გატარებულ რეფორმებზე, რაც ხელს უწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას და მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების უფრო მეტად დაცვას. პრეზენტაციის შემდეგ კობა გვენეტაძემ მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები