ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მსხვილი კომპანიების 1/3 დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გეგმავს
27 ივნისი, 2022, 15:51
მსხვილი კომპანიების 1/3 დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გეგმავს

თბილისი (GBC) - BAG-ს მიერ გამოკითხულ კომპანიათა 29.9% აცხადებს, რომ 2022 წლის II კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, ხოლო კომპანიათა 5.6%-ში მცირდება. კომპანიათა უმეტესობის (64.5%) განცხადებით, დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება.  სექტორებს შორის, მრეწველობის სექტორში გამოკითხულ კომპანიათა ყველაზე დიდი ნაწილი (40%) ამბობს, რომ წინა კვარტალთან შედარებით, 2022 წლის II კვარტალში, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. 

ვაჭრობის, მშენებლობის და მომსახურების სექტორებში გამოკითხულ კომპანიათა მნიშვნელოვანი ნაწილი (65.7%, 63.6% და 69.6%, შესაბამისად) ამბობს, რომ 2022 წლის II კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა არ იცვლება.

გამოკითხული კომპანიების 31.8% თვლის, რომ 2022 წლის III კვარტალში, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით, დაქირავებულთა რაოდენობას გაზრდის, მხოლოდ 3.7% ვარაუდობს კლებას.

 კომპანიათა უმეტესობა (64.5%) არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას.  დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მრეწველობის სექტორში ფიქსირდება, სადაც 2022 წლის III კვარტალში, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას კომპანიათა 46.7% ვარაუდობს. აღნიშნულს, სავარაუდოდ, განაპირობებს ამ სექტორში არსებული პოზიტიური მოლოდინი გაყიდვების ზრდასთან დაკავშირებით.  სექტორებს შორის, მომსახურების სექტორში გამოკითხულ კომპანიათა ყველაზე დიდი ნაწილი (76.1%) მიიჩნევს, რომ 2022 წლის III კვარტალში, 2022 წლის II კვარტალთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა არ შეიცვლება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები