| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაქოში აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა ორშაბათს, 27 ივნისს გაიმართა, რომლის გახსნისას აზერბაიჯანის მთავარმა დიპლომატმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ბაირამოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანია რეგიონული კავშირების გამყარება
ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობებით იმ საკითხებში, რომლებიც ამ ქვეყნების ინტერესებში
შედის.
მინისტრის თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ბაქო–თბილისი–ყარსის
სარკინიგზო მაგისტრალის შესაძლებლობების გაფართოება.
„ჩვენ ახალი რეალიები განვიხილეთ, რომლებიც აზერბაიჯანის მიერ სომხეთის
მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების გათავისეფლებამ შექმნა. ზანგეზურის დერეფანი განსაკუთრებულ
როლს ასრულებს ევროკავშირი–თურქეთი–აზიის მარშრუტის მიმართულებით“, – განაცხადა ბაირამოვმა.
შეხვედრის მონაწილე მინისტრებმა ბაქოს დეკლარაცია გააფორმეს.
„დღეს პირველად გავაფორმეთ სამმხრივი თანამშრომლობის დეკლარაცია. ძალიან მნიშვნელოვნად და პერსპექტიულად მიგვაჩნია ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. ბაქოს დეკლარაცია, რომელსაც დღეს მოვაწერეთ ხელი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ამ შესაძლებლობის გაფართოებაში“, – თქვა ბაირამოვმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss