ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
2021 წელს კანალიზაციაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობამ 1.9მლნ შეადგინა
გიგა თვაური
27 ივნისი, 2022, 11:28
2021 წელს კანალიზაციაზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობამ 1.9მლნ შეადგინა

 თბილისი (GBC)- 2021 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 25 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 210.1 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 8.3%-ი ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.63 მილიონი ადამიანი (71.3 %), რაც 2.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობის წილი 2015-2021 წლებში:

2021 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა და 1.9 მილიონი (51.5 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0.3%-ით და 1.36 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 37.0%) შეადგინ.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობის წილი 2015-2021 წლებში:


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები