ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სოჭი და აფხაზეთი რუს ტურისტებს ზაფხულის ბოლომდე აქვთ დაჯავშნილი
24 ივნისი, 2022, 13:31
სოჭი და აფხაზეთი რუს ტურისტებს ზაფხულის ბოლომდე აქვთ დაჯავშნილი

თბილისი (GBC) - სოჭში და ოკუპირებულ აფხაზეთში პოპულარული სასტუმროები ზაფხულის სეზონის ბოლომდე პრაქტიკულად სრულად დაკავებულია და თავისუფალი ნომრების შოვნა უკიდურესად გართულებულია. ამის შესახებ რუსული სააგენტო რია ნოვოსტი ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

„ზაფხულის სეზონის ბოლომდე უკვე შეუძლებელია თავისუფალი ნომრების პოვნა რეკომენდებულ სასტუმროებში სოჭსა და აფხაზეთში“, – აცხადებს რუსული ტუროპერატორი „ინტურისტი“.

ტუროპერატორის „რუსკი ექსპრეს“ წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ დღეისთვის ყველაზე მეტად შევსებულია სოჭისა და აფხაზეთის მიმართულებები და თუ სოჭში კიდევ შეიძლება ნომრების მოძიება, დიდი საწოლფონდის გამო, სოხუმში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები