ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსი ოლიგარქების იახტებისთვის უსაფრთხო ნავსადგურების დეფიციტია
23 ივნისი, 2022, 12:03
რუსი ოლიგარქების იახტებისთვის უსაფრთხო ნავსადგურების დეფიციტია

თბილისი (GBC) - Bloomberg: რუსი ოლიგარქების იახტებისთვის უსაფრთხო ნავსადგურების დეფიციტია

რუსი ოლიგარქების მეგაიახტებს, რომელთაც დასავლეთის ქვეყნებმა სანქციები დაუწესეს უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის გამო, არასაკმარისია უსაფრთხო ნავმისადგომები, სადაც დაპატიმრებას დააღწევდნენ თავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

„როდესაც რუსი ოლიგარქის სულეიმან კერიმოვის კუთვნილი 325 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერიახტა Amadea აპრილში ფიჯის მიმართულებით დაიძრა, კაპიტანი ალბათ ფიქრობდა, რომ უსაფრთხო ადგილს მიაგნო.

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულოვანი ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთისთვის და პრეზიდენტ პუტინის მომხრე მდიდრებისთვის სანქციების დაწესების გლობალურ მოძრაობას. მანამდე კი თავი შეიკავა გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

თუმცა, Amadea–ს ჩასვლიდან ერთ კვირაში ფიჯის ხელისუფლებამ მდიდრული იახტა აშშ–ის მთავრობის თხოვნით დააპატიმრა. ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ამ იახტის მფლობელი კერიმოვია, რომელიც პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია. შედეგად ამერიკულმა მხარემ რამდენიმე სარჩელი მოიგო და ერთი კვირის წინ ჩამორთმეული ხომალდი ჰავაიზე გაგზავნეს“, – წერს სააგენტო.

აშშ–მა სამუშაო ჯგუფი შექმნა სახელწოდებით KleptoCapture, რომლის ფუნქციებშიც შედის რუსი ოლიგარქების აქტივების გამოვლენა და დაპატიმრება.

გერმანიის, იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებმა რუსი ოლიგარქების უძვირფასესი იახტები დააპატიმრეს, რომელთა შორის ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის კუთვნილი Dilbar ყველაზე ძვირადღირებულია და მისი ფასი $750 მლნ–ს შეადგენს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები