ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გოგიჩაიშვილმა აქციების გაყიდვით £100K შემოსავალი მიიღო
მარიამ მინაძე
23 ივნისი, 2022, 20:16
გოგიჩაიშვილმა აქციების გაყიდვით £100K შემოსავალი მიიღო

თბილისი (GBC) – თორნიკე გოგიჩაიშვილმა, TBC Bank-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ოპერაციების მართვის დირექტორმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე თავისი კუთვნილი 7,429 ცალი ჩვეულებრივი აქცია (ნომინალური ღირებულებით £0.01) გაყიდა.

ვაჭრობა 20 და 21 ივნისს შედგა, საშუალო ფასმა კი £13.4 და £13.51 შეადგინა. შესაბამისად, გოგიჩაიშვილმა აქციების გაყიდვით £99,989-ის შემოსავალი მიიღო.

თორნიკე TBC-ის გუნდს 2018 წელს შეუერთდა. 2020 - ის ბოლოსთვის მას დირექტორატში ყველაზე ცოტა და ამავე დროს, მხოლოდ გადავადებული აქციები ეჭირა, 62,507 - ის ოდენობით.

2021-ში მას 11,914 აქცია გადაეცა, ხოლო 19,666 აქცია კი გაანაღდა. შედეგად, 2021 წლის ბოლოს მას 54,755 აქცია ეკავა (სრულად გადავადებული).

შეგახსენებთ, გოგიჩაიშვილი 2010 წლიდან საქართველოს ბანკში ირიცხებოდა, მათ შორის, 2016-2017 წლებში ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, გენერალური დირექტორის მოადგილე იყო საოპერაციო მიმართულებით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები