ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისების ფუნქციონალი დაემატა
23 ივნისი, 2022, 18:52
ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისების ფუნქციონალი დაემატა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელი ხდება საკრედიტო ხაზის  როგორც ონლაინ ათვისება, ასევე მისი ონლაინ  დაფარვა.

საკრედიტო ხაზის ათვისება  ბიზნესებს, როგორც მოკლევადიანი ლიკვიდურობის შევსების, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსების მიზნით შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია  ბიზნეს ინტერნეტბანკის ავტორიზებული მომხმარებლისთვის, რომელსაც გაფორმებული აქვს საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, ბიზნესს სწორეს ის პროდუქტი და იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მისთვის ყველაზე კომფორტული იქნება. ამჯერადაც, ბიზნეს პროცესების გამარტივების მიზნით, ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისებისა და დაფარვის  ფუნქციონალი დავამატეთ. ეს ბიზნესს საკრედიტო ხაზების მარტივად მართვის  შესაძლებლობას აძლევს. მას  შეუძლია აითვისოს ან გაიაქტიუროს საკრედიტო ხაზის ლიმიტი  ერთ ან/და რამდენიმე ტრანშად, ან დაფაროს ის ბიზნეს ინტერნეტბანკიდან საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში“,- განმარტავენ საქართველოს ბანკში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები