| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი(GBC)
- 2022
წლის მაისში საქართველოში სულ $124.2მლნ-ს 116.7ათასი
ტონა ნავთობი იმპორტირდა,რაც 112%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021მაის-
$58.7მლნ-ს 96.6ათასი ტ).
მაისში იმპორტირებული ნავთობის
ფასი 73.8%-ით არის გაზრდილი (Y.Y).
თუ შარშან იმპორტირებული ნავთობი 0.61 დოლარი ღირდა,წელს მისი ფასი 1.06 დოლარამდეა
გაზრდილი.
ამ პერიოდში ნავთობის იმპორტიორი
ტოპ პარტნიორი ქვეყნები ასეთია:
1 რუსეთი- $50.2მლნ-ს 53.5 ათასი ტ.
2 თურქმენეთი- $25.4მლნ-ს 22.2 ათასი ტ.
3 რუმინეთი- $23.3მლნ-ს 20.6 ათასი ტ.
4 ბულგარეთი- $11.2მლნ-ს 9.8 ათასო ტ.
5 საბერძნეთი- $4.8მლნ-ს 4.4 ათასი ტ.
ამ ხუთი ქვეყნიდან იმპორტი,მთლიანის საწვავის იმპორტის 93%-ია.
22 ივნისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.
კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 111,74
(- 2,91) დოლარი/ბარელზე.
ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) -
Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 106,19
(- 3,33) დოლარი/ბარელზე.
წყარო: geostat.oilnews
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss