ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროპა უნდა მოემზადოს ზამთრისთვის რუსული გაზის გარეშე
22 ივნისი, 2022, 13:01
ევროპა უნდა მოემზადოს ზამთრისთვის რუსული გაზის გარეშე

თბილისი (GBC) - საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) ხელმძღვანელმა ფატიხ ბიროლმა ევროპას მოუწოდა სასწრაფოდ მოემზადოს იმისთვის, რომ რუსეთი ზამთარში მთლიანად გადაუკეტავს გაზმომარაგებას.

ამის შესახებ ბიროლმა Financial Times–თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპა მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, თუ რუსული გაზი მთლიანად შეწყდება. რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით უფრო ნათელი ხდება რუსეთის განზრახვა“, – თქვა ბიროლმა.

მისი აზრით, ბოლო პერიოდში რუსეთი ამცირებს გაზის მიწოდებას, რათა ევროპელებს საცავების შევსების შესაძლებლობა არ მიეცეთ და თავისი გავლენები გააძლიეროს ზამთრის პერიოდისთვის.

IEA–ს ხელმძღვანელი ევროპის მთავრობებს მოუწოდებს, შეამცირონ გაზის მოხმარება და ძველი ატომური ელექტროსადგურებიც შეინარჩუნონ, რომელთაც გამორთვას უპირებდნენ.

„ევროპის ქვეყნების მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, აამუშაონ ნახშირის ელექტროსადგურები, გამართლებული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ ატმოსფეროში ნახშირბადის გაფრქვევა გაიზრდება“, – დასძინა ბიროლმა.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო გასულ წელს პირველი ოფიციალური ორგანო იყო, რომელმაც რუსეთი უკრაინაში შეჭრის წინ ევროპისთვის გაზის მიწოდებით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები