| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებით,
საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს გეგმავს. საუბარია საგადასახადო ადმინისტრირების
გაუმჯობესებაზე, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს დამატებითი თანხები მოიძიოს ისეთი
პროექტების დასაფინანსებლად როგორებიცაა მაგალითად განათლების სისტემის გაუმჯობესება
და კაპიტალური პროექტები. საგადასახადო სისტემის მოდერნიზაციაზე საუბარი ჯერ კიდევ
გასული წლის ბოლოს დაიწყო და მაშინ დაანონსდა რომ გადაიხედებოდა ისეთი საგადასახადო
შეღავათები რომლებსაც ეკონომიკურ ზრდაზე დაბალი ეფექტი აქვთ, თუმცა ბიუჯეტს შემოსავლებს
აკლებს. სსფ-ს ანგარიშში ვკითხულობთ რომ შემოსავლების ზრდას მთავრობა შემდეგი ნაბიჯებით
ელის:
„საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესება -
გაძლიერდება შესაბამისობის რისკების მართვა; გადაიხედება მსხვილი გადამხდელების ძირითადი
მაჩვენებლები; შეიქმნება დასაქმებულთა რეესტრი; გაძლიერდება მესამე მხარის მიერ ინფორმაციაზე
წვდომა.
გადაიხედება საგადასახადო შეღავათები - შეიქმნება
დანახრჯების სრული ანალიზი, რის შემდეგაც შეღავათების ნაწილი გადაიხედება ან სრულად
გაუქმდება“, - წერს სსფ.
თავის მხრივ საგადასახადო ცვლილებებზე მიანიშნებს
მთავრობაც. მთავრობის მიერ სავალუტო ფონდისთვის მიწერილ წერილში ვკითხულობთ:
„მიუხედავად იმისა რომ საგადასახადო შეღავათები
ინვესტიციების წახალისებისთვის შეიქმნა, მათი ნაწილი რეგრესული და არაეფექტურია. ამასთან
ხშირ შემთხვევაში უცნობია მათი საბიუჯეტო ეფექტი“.
მთავრობა საგადასახადო შეღავათებზე სპეციალური
დოკუმენტის შემუშავებას მიმდინარე წლის ბოლოს გეგმავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss