| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველო ყველა პარამეტრით უპირობო ლიდერია. უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანასაც კი, - საქართველოს პრემიერმა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების გადამწყვეტი მოტივატორი გახდა ომში მონაწილეობა.
მისივე თქმით, მოლდოვაც ბევრი პარამეტრით ჩამორჩება ჩვენ ქვეყანას, თუმცა მოსაზღვრე ქვეყნის სტატუსმა იმოქმედა და აღმოჩნდა უპირატეს მდგომარეობნაში.
პრემიერს გული წყდება. რომ საქართველო არ აღმოჩნდა უკრაინის და მოლდოვის გვერდით, გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული ფაქტორების გამო. თუმცა მისივე თქმით, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა არავის ახსოვდა, როცა ქართველი ჯარისკაცები იდგნენ წინა ხაზზე ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში. 500 სამხედროა მძიმედ დაჭრილი.
ღარიბაშვილის ვერსიით, ნაციონალურ მოძრაობას არ სურდა და არ სურს საქართველოს ევროკავშირის წევრობა. ის გადაწვდა წინა ხელისუფლებას "იმდროინდელ მანიაკ სისტემას, 300 000 მსჯავრდებულით". შემდეგ ღარიბაშვილმა პირადად სამადაშვილს მიმართა, რომ თითქოს ის ბრიუსელში ყოველი ვიზიტისას აფრთხილებდა "ევროპას' საქართველოსთვის სტატუსის არ მინიჭებაზე.
აღშფოთებულ დეპუტატებს ღარიბაშივილი დარბაზიდან მიბრძანებას ურჩევს " ნუ ყვირიხარ დიდი მეომარივით" ; "ნუ არტისტობ", ""დამშვიდდი წამალი დალიე", .. "სააკაშვილი, ეს მანიაკი მასხარა კაცი", "ხაბეიშვილო შე საცოდაო კაცო", "ყველა სამკურნალოა" .. - თან ღარიბაშვილი აცხადებს რომ კარგი გასართობი ყოფილა ოპონენტებთან პაექრობა.
რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებთან საქართველოს მიუერთებლობაზე, პრემიერმა თავი იმარლთა მოქალაქეებზე ზრუნვით. მისი თქმით, ეს ემსახურება რუსეთში მოღვაწე 1 მლნ ქართველზე ზრუნვას. დეპუტატებს გაახსენა რუსეთის ემბარგო, როცა ქართველი მოქალაქეებს სატვირთო თვითმრინავით აიძულებდნენ ტერიტორიის დატოვებას.
თორე ისე , მისი თქმით, საქართველო ყველა რეზულაციას (პოლიტიკურ, სოლიდარულ, ჰუმანიტარულს) მიერთებულია. 260 დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss