| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების წილი მთლიან დაკრედიტებაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანი სესხების 32.8% სწორედ საცხოვრებელი უძრავი ქონების სესხებზე მოდის. შედარებისთვის ეს მაჩვენებელი სომხეთში 11.6%-ია, თურქეთში 7.2%, უკრაინაში 2.9%, რუსეთში კი 12.9%. პოლონეთში ეს მაჩვენებელი 29%.1%-ია, ლატვიაში 23.4%, ლიეტუვაში 21.2%, გერმანიაში 19.9%, გაერთიანებულ სამეფოში 20.9%, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 28.2%.
ამასთან მსგავსია მონაცემები კომერციული უძრავი ქონების სესხებთან მიმართებითაც, რისი წილიც მთლიან სესხებში 31.8%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი თურქეთში 0.3%-ს შეადგენს, რუსეთში 2%-ს, ამერიკაში 16.4%-ს, გაერთიანებულ სამეფოში 3%-ს, გერმანიაში კი 6.2%-ს.
საქართველოში იპოთეკური სესხების წილი მთლიან სესხებში 21.5%-ს შეადგენს, უმოქმედო სესხების წილი კი მთლიან იპოთეკურ სესხებში 2.8%-ია. ეს მაჩვენებელი კი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. კერძოდ, მან ზრდა პანდემიისას დაიწყო და გასული წლის დასაწყისში 7%-ს მიაღწია, თუმცა ამ პერიოდიდან კლება დაიწყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss