ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლიეტუვას კრემლი ემუქრება – პატუშევი კალინინგრადშია
21 ივნისი, 2022, 13:33
ლიეტუვას კრემლი ემუქრება – პატუშევი კალინინგრადშია

თბილისი(GBC) - ლიეტუვას უნდა ესმოდეს კალინინგრადის ოლქში სარკინიგზო ტრანზიტის აკრძალვის შედეგების სერიოზულობა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

 საუბარია რუსეთის ტერიტორიიდან ლიეტუვის გავლით რუსულ ექსკლავში – კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ლიეტუვის მთავრობამ 18 ივნისს მიიღო. აკრძალვა კალინინგრადის ოლქსა და დანარჩენ რუსეთს შორის სანქცირებულ ტვირთებს ეხება. ამ გადაწყვეტილებით ოლქი ვეღარ იღებს სამშენებლო მასალებს, ლითონებს, ცემენტს და სხვა საქონელს, რომლებიც ევროკავშირის სანქციებსაა დაქვემდებარებული.

 „იმედი მაქვს, სიტუაციის შეფასებაში ლიეტუვის წარმომადგენლებს პროფესიონალიზმის რაღაც ნარჩენები შემორჩათ. მათ უნდა ესმოდეთ თუ რა მოჰყვება ამას – შედეგები, სამწუხაროდ, აუცილებლად დადგება“, – თქვა ზახაროვამ, რომელიც ლიეტუვის ხელისუფლებას რუსეთისადმი აგრესიულ ქმედებასა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს, წერს RBC.RU.

„ამ შემთხვევაში ყველა ზღვარი გადაილახა, ეს ღიად მტრული ქმედებაა“, – განაცხადა ზახაროვამ.

პატუშევი კალინინგრადშია

 რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი 21 ივნისს სამუშაო ვიზიტით ჩავიდა კალინინგრადის ოლქში, სადაც რუსეთის ჩრდილო–დასავლეთის ეროვნული უშიშროების თათბირს გამართავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

მედიის ცნობით, თათბირი საგანგებო ვითარების ფონზე გაიმართება, რომელიც ლიეტუვის გადაწყვეტილებას უკავშირდება, სანქცირებული ტვირთების ტრანზიტის აკრძალვასთან დაკავშირებით. ცნობილი გახდა, რომ თათბირი საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნება და პატრუშევი ცალკე შეხვედრასაც გამართავს კალინინგრადის ოლქის გუბერნატორთან და პოლიტიკურ წარმომადგენელთან ანტონ ალიხანოვთან.

რუსეთის მუქარა და ლიეტუვის პასუხი:

სანქცირებული ტვირთების ტრანზიტის აკრძალვის საპასუხოდ რუსეთი ლიეტუვის პორტის ბლოკირებით დაიმუქრა, რასაც „თითიდან გამოწოვილი“ უწოდა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდან ანუშაუსკასმა.

„ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია რაღაც სხვა ზომები მოითხოვოს, რომ მას შეუძლია ლიეტუვის პორტის ბლოკირება უკონტაქტო მეთოდით, თითიდანაა გამოწოვილი. რუსეთს არც ჰქონია და არ გააჩნია ამის საშუალებები, გარდა საკუთარი ტრანზიტისა, ტვირთების თავის პორტებში გადამისამართებისა“, – თქვა მინისტრმა.

მისივე თქმით, „რუსეთს შეუძლია მომავალშიც დააშინოს ევროპის ქვეყნები საკუთარი სამხედრო საშუალებებით, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის რეალური შესაძლებლობებისგან განსხვავების უნარი“.

მინისტრმა დააკონკრეტა, რომ რუსეთიდან სანქცირებული ტვირთების ტრანზიტი აკრძალულია ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის და ევროპის სხვა ქვეყნების გავლით. რაც შეეხება არასანქცირებული ტვირთებისა და მგზავრების ტრანზიტს – შეუფერხებლად ხორციელდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები