ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-მ აგროპროექტი ₾130 000 -ით დააფინანსა
21 ივნისი, 2022, 11:22
BOGG-მ აგროპროექტი ₾130 000 -ით დააფინანსა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი (BOGG) აგროსექტორის მხარდაჭერაზე აცხადებს. ქარელში 2 სათბური მოეწყო. მცირე მეწარმეს ზაზა იკოშვილს სეზონის განმავლობაში 15 ტ -მდე ბოსტნეული მოყავს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. 1 ჰა-ზე გაშენებული 2 სათბურის მშენებლობის ჯამური ბიუჯეტი 160 000 ლარია. ბანკის თანამონაწილეობა კი 130 000 ლარს შეადგენს.


 „საქართველოს ბანკის დახმარებით ქარელში ორი სათბური ავაშენეთ, თუმცა გვაქვს მიმდინარე პროექტი, დამატებით კიდევ ერთი სათბურის მშენებლობის, რომელსაც ასევე ბანკის მხარდაჭერით ვახორციელებთ.  მოხარული ვართ, რომ გვერდით გვიდგას ასეთი ფინანსური ინსტიტუტი და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვითარდეთ. შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და გავაძლიეროთ რეგიონი“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, ზაზა იკოშვილმა.


 „ჩვენ მუდმივად მხად ვართ, მხარი დავუჭიროთ აგრომიმართულების პროექტებს. ამჯერად ქარელში კიდევ ერთი, რიგით მესამე სათბური გაკეთდება სულ მალე. მისი ჯამური ინვესტიცია 150 000 ლარია, რომელიც სრულად დაფინანსდა ბანკის მიერ და რომლის შედეგადაც მეწარმე დამატებით 20 ტონა მოსავლის რეალიზაციას შეძლებს. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და მომავალშიც განვაგრძობთ აგრო სექტორის მხარდაჭერას“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები