ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ზაფხულში ვიზიტორების ნაკადი უფრო გაიზრდება
17 ივნისი, 2022, 13:09

თბილისი (GBC) -  ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაისში  საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  258,581,861 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 95.6%  აღდგენაა. 2021 წლის მაისის თვესთან  შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია     184,781,782    (+250.4%)  აშშ დოლარით.

 იანვარი-მაისის მონაცემებით, საერთაშორისო  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  840,879,162 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 75.3%-ით  აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-მაისის თვესთან  შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 663,668,204    (+374.5%) აშშ დოლარით მეტია.

ანალიტიკოსები  ვიზიტორთა ნაკადის ზრდას რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ. თებერვლის ბოლოს უკრაინაზე რუსეთის თავდახსმის შემდეგ., გაზრდილია  მიგრანტთა ნაკადი და  მათი დანახარჯები .

 ძალიან დიდი წვლილი აქვს ავიაციის სექტორის განვითარებას - ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც მიმდინარე წელს დავაინტერესეთ საქართველოს ბაზრით და  ახალი პირდაპირი რეისები, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორის აღდგენაზე. განსაკუთრებით პოზიტიური მოლოდინები გვაქვს მიმდინარე ზაფხულის სეზონზე და იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა წელს კიდევ უფრო წარმატებული იქნება“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა, მინისტრის მოადგილემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები