ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საბანკო ასოციაციამ ბაქოში ღია ბანკინგის პროექტი წარადგინა
17 ივნისი, 2022, 10:30
საბანკო ასოციაციამ ბაქოში  ღია ბანკინგის პროექტი წარადგინა

თბილისი (GBC) - ფინტექ სამიტი «ახალი ტენდენციები საბანკო და საფინანსო ეკოსისტემაში - ინოვაციური გადაწყვეტები, ფინტექი და უსაფრთხოება» 2022 წლის 16-17 ივნისს, ბაქოში ტარდება, აზერბაიჯანის საბანკო და ფინტექ ასოციაციების, ცენტრალური ბანკის, VISA-ს, ციფრული განვითარების და ტრანსპორტის სამინისტროს და ეკონომიკური რეფორმებისა და კომუნიკაციების ანალიზის ცენტრის მხარდაჭერით. 

სამიტის მონაწილეებს ღია ბანკინგის პროექტის განვითარების მიმდინარე პროცესი და მომავალი პერსპექტივები საქართველოს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის დირექტორმა მიხეილ კაპანაძემ გაუზიარა. მიხეილ კაპანაძე, აგრეთვე, წარუძღვა პანელურ დისკუსიას თემაზე ღია ბანკინგი: ფინანსური ინოვაციების მომავალი.

ღია ბანკინგი, საბანკო მომსახურების ტრადიციულ მოდელს ბანკინგის ღია მოდელად გარდაქმნის. მისი საშუალებით, მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკებში გახსნილი ანგარიშებით ოპერირება ერთი წერტილიდან შეუძლიათ. აგრეთვე, ღია ბანკინგის პლატფორმაზე შექმნილი პროდუქტები მომხმარებლებს გადახდის ინოვაციურ გზებს შესთავაზებს.

ფინანსური სექტორის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ღია ბანკინგი, როგორც ახალი პარადიგმა, დროთა განმავლობაში რადიკალურად შეცვლის ფინანსური სერვისების განვითარების და მიწოდების წესს.

 

საქართველოს საბანკო სისტემა უპირობო ტექნოლოგიური და ინოვაციური ლიდერია რეგიონში. იგი ღია ბანკინგის დანერგვის კუთხითაც მოწინავეა და აქვს შესაძლებლობა უნიკალური გამოცდილება მეზობლებს გაუზიაროს- აღნიშნა მიხეილ კაპანაძემ, ღია ბანკინგის პროექტის დირექტორმა.   

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები