ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დაგროვებითი სისტემა პენსიონერების ცხოვრების დიდ ხანს ვერ გააუმჯობესებს
16 ივნისი, 2022, 16:47
დაგროვებითი სისტემა პენსიონერების ცხოვრების  დიდ ხანს ვერ გააუმჯობესებს

თბილისი (GBC) - “შანსი, რომ დაგროვებითმა საპენსიო სქემამ მნიშვნელოვანი ეფექტი იქონიოს პენსიონერების ცხოვრების დონეზე, შესაძლოა იყოს დაბალი”, - ასეთია PMCG-ის მიერ ჩატარებული კვლევის მთავარი მიგნება, რომლის მიხედვითაც დაგროვებითი პენსიის რეფორმის საწყის ეტაპზე 40 და მეტი წლის ასაკის პირთა 42% გამოვიდა სისტემიდან და შედეგად ამ ასაკობრივი ჯგუფის შენატანის წილი საპენსიო ფონდის აქტივებში არის საკმაოდ მცირე.  აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიიდან 165 ათასმა ადამიანმა (დარეგისტრირებული 40 და მეტი წლის ადამიანების 42%-მა) უარი თქვა სქემაში ჩართვაზე. შესაბამისად 2019 წელს 40 და მეტი წლის აქტიური მონაწილეების წილმა 29% შეადგინა. თუმცა, 2020 და 2021 წლებში მაჩვენებლები გაიზარდა და 31% და 34% შეადგინა შესაბამისად.

„2017 წლიდან 2022 წლამდე, შრომისუნარიანი მოსახლეობის კლებასთან და 65 და მეტი წლის ასაკის მოსახლეობის მატებასთან ერთად, მცირდება სამუშაო ძალა და იზრდება პენსიის მიმღებთა რიცხვი. 2017 წლიდან 2021 წლამდე სამუშაო ძალა 7%-ით შემცირდა და 1,534 ათასი ადამიანი შეადგინა. საპირისპიროდ, გაანალიზებულ პერიოდში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა და 794 ათასი ადამიანი შეადგინა“, - ვკითხულობთ კვლევაში. 

2019 წლიდან 2021 წლამდე დაგროვებით საპენსიო სქემაში რეგისტრირებული და აქტიური მონაწილეების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მაგალითად, რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობა 960 ათასიდან 1,236 ათასამდე გაიზარდა, ხოლო აქტიურ მონაწილეთა რაოდენობა - 795 ათასიდან 1,064 ათასამდე. აღსანიშნავია, რომ დარეგისტრირებულ და აქტიურ მონაწილეებს შორის სხვაობა მცირდება. „ 2019 წელს აქტიური მონაწილეები შეადგენდნენ დარეგისტრირებულ მონაწილეთა 82%-ს, ხოლო 2021 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 86%-მდე გაიზარდა. რეგისტრირებულ და აქტიურ მონაწილეთა შორის განსხვავება განაპირობებულია გარემოებით, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე 40 და მეტი წლის ასაკის პირებს მიეცათ სქემიდან გასვლის უფლება“, - განმარტავენ კვლევის ავტორები. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები