| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - მაისში თბილისში
საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,398 ერთეული შეადგინა და წინა წლის
მაისთან შედარებით 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ბაზრის ზომა კი 69%-ით, 168 მილიონ აშშ
დოლარამდე გაიზარდა.
Colliers Georgia-ს მონაცემებით, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 66%-იანი ზრდა ფიქსირდება,
რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით.
ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 39%-ით არის გაზრდილი 2021 წლის მაისთან შედარებით.
ახალაშენებულ
მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა, ეკონომ სეგმენტში კი მაჩვენებელი
44%-ით გაიზარდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 274%-ით გაიზარდა.
ახალაშენებული
ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ყველაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქის ფართო
ცენტრში - 14%-ით, გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრში კი - 10% და 3%-ით. ძველ ბინებს
რაც შეეხება, კვლავ ფართო ცენტრში ფიქსირდება ყველაზე დიდი ზრდა - 12%, ქალაქის ცენტრსა
და გარეუბნებში კი 8% და 5%.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss