| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - სფერო ჰოლდინგი, გრიგოლეთში 50-50 სართულიან პროექტს, ლანჩხუთის გამგეობასთან, თბილისში კი 3-3 სართულიანი ბინათმშენებლობას დედაქალაქის მმართველობასთან შეათანხმებს.
ჰოლდინგი, რომელიც რამდენიმე კომპანიას, მათ შორის სფერო ინვეტს და არასათავრობო პლატფორმას, მათ შორის მევახშეთა და ბანკებისგან დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერისორგანიზაციოებს აერთიანებს, თავისი პროექტებში ინვესტირების საშუალებას რიგით მოქალაქეებსაც აძლევს.
ჰოლდინგის კლიენტურა სებ-მა აპრილის ბოლოს გააფრთხილა, რომ მაღალი სარგებელს არ დახარბდეს და სფეროს საინვესტიციო კომპანიაში დეპოზიტი არ განათავსოს.
ჰოლდინგის დამფუძნებლის გივი (გიგა) წულეისკირის თქმით, სფერო ინვესტი არც ბანკია, არც მისო და არც სგს (სესხის გამცემი სუბიექტი), რომელიც სებ-ის ზედამხედველობას ექვემდებარება. ამგვარი საინვესტიციო საქმიანობით კი კომპანია ბიზნესში კრეატიულ მიდგომებს ამკვიდრებს.
წულეისკირის იბფორმაციით,
მოქალაქეებს უძრავის ქონების ჩადებაც
შეუძლია. კომპანია კი შესყიდვამდე,
ქონების მფლობელს სარგებელს გადაუხდის. მისივე ინფორმაციით, სარგებლის განაკვეთი
ინდივიდუალურად განისაზღვრება. ფულად
ანაბარზე თვეში მაქსიმალური
სარგებელი 2%-ია.
წულეისკირის
ინფორმაციით, კომპანიას გრიგოლეთში 2,2 ჰა მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი, ორი50
სართულიანი აპარტ ოტელისთვის, როგორც ამბობს მხოლოდ მიწის 20% -ს აითვისებს.
80 % კი რეკრიაციულ ზონად უნდა დატოვოს.
როგორც წულეისკირი აცხადებს, ბიზნესში ახლებური მიდგომების დამკვიდრებაში ჰოლდინგს პანდემიამ შეუშალა ხელი. მე-2 კრეატიული პროექტი თბილისური ეზოების რეაბილიტაცის გულისხმობს, მე-3 სართულის დამატებით. წულეისკირის თქმით, იდეის უნოვაციურობა მაღალსართულიან კორპუსებზე უარი და თბილისური ეზოების შენარჩუნებაა. ასევე მუნიციპალური ბიუჯეტის დაზოგვა.
მთაწმინდა კრწანისის ყოფილი დეპუტატის (თბილისის საკრებულო) ჯაბა ჯიშკარიანის ინფორმაციით, რომელიც ჰოლდინგის ინიციატივის პირველ პრეზენტაციაში მონაწილეობდა, ყოველ წელს ბიუჯეტი 300-400 განსახლებულ ოჯახს 300-400 ლარის იჯარას უხდის, ყოველწიურად 1,5 მლნ ლარს.
წულეისკირი თბილისური ეზოს 3-ეტაპიანი პროექტის დაწყებას ამ
წლის ბოლოსთვის გეგმას. ამ დროისთვის
მოსახლეობის გამოკითხვის პროცესშია, რამდენად დააკმაყოფილებს თითოეულ
ოჯახს რეაბილიტირებულ ეზოში ანალოგიური ფართი.
მერია მისცემს თუ არა მშენებლობის უფლებას, რა დროს მოანდომებს, ბინადრებს რა პერიოდით გაასახლებს და რა ფასად,
არ დაუკონკრეტებია.
იდეის ჩარჩო
ითვალისწინებს 1=1-ს , ახალმოსახლეობა ფართის დამატებას გამორიცხავს (წყარო: ბიზნესპარტნიორი)
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss