ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სანქცირებულ ტრანზაქციას სებ-ი არ დაუშვებს
16 ივნისი, 2022, 14:10
სანქცირებულ ტრანზაქციას სებ-ი არ დაუშვებს

თბილისი (GBC) - ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.

 

საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს.

 

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს. შეგახსენებთ, რომ სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას გამორიცხავს.

 

 ეროვნული ბანკის სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტიან მოქმედებებს არაერთხელ გამოეხმაურა როგორც დიპლომატიური კორპუსი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ

 

საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფი და ადეკვატური ქმედებებით ეფექტიანად წარიმართა საფინანსო სექტორის მიერ სანქციების დაცვის პროცესი.

 

ამავე დროს, ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არ არის, ხოლო მათ საქმიანობას კი მუდმივად ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. ეს მიდგომები ცნობილია და სამაგალითოდაა შეფასებული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ.


საქართველოში სანქციების გვერდით ავლაზე, შესაბამისი ტრანზაქციებით, „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამია აცხადებს. აშშ-ს რეაგირებისკენ მოუწოდა. ამბობს, თითქოს რუსები ქართულ კომპანიებს და ბანკებს აქტიურად იყენებენ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები