ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისიმ ბმულით გადახდა დანერგა
16 ივნისი, 2022, 13:29
თიბისიმ  ბმულით გადახდა დანერგა

თბილისი (GBC) - თიბისი ბიზნესის მხარდამჭერ მორიგ ტექნოლოგიურ სიახლეზე აცხადებს. მცირე ონლაინ ბიზნესებისთვის  თიბისიმ ონლაინ გადახდის ახალი პროდუქტი - ბმულით გადახდა შექმნა.

მცირე ონლაინ ბიზნესების უდიდესი ნაწილი, ვებ გვერდის გარეშე ოპერირებს ონლაინ სივრცეში, რადგან ვებგვერდის შექმნა და მართვა ხარჯებთან და დამატებით ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ასეთი ონლაინ მაღაზიები, პროდუქტის გაყიდვისას უპირატესობას სოციალური ქსელებს - ფეისბუქს და ინსტაგრამს ანიჭებენ.  

ონლაინ მაღაზიის წარმომადგენელს თავად შეუძლია შექმნას ბმული და მომხმარებელს გაუზიაროს ელ-ფოსტით, ჩატის მეშვეობით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით და მომენტალურად მიიღოს გადახდა.

ონლაინ გადახდა მომხმარებლისთვისაც ძალიან მარტივი და კომფორტულია, რადგან იგი თავად ირჩევს გადახდის სასურველ გზას: ბარათით, ქიუარით, ინტერნეტ და მობაილბანკით, ერთგული ქულებით, Apple Pay-თ ან განვადებით.

თიბისის ბმულით გადახდის გააქტიურებით,  ბიზნესი არა მხოლოდ იღებს გადახდას  მარტივად, არამედ შესაძლებლობა ეძლევა სრულფასონად მართოს ონლაინ შეკვეთები, სპეციალური სამართავი სივრცის მეშვეობით. ამ სივრციდან ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია გადახდის ბმულის გენერირება, პროდუქციის კალათის დამატება და რედაქტირება და ტრანზაქციების ამონაწერის ნახვა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები