ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მწვანე ენერგია სტაგნაციას განიცდის
გიგა თვაური
16 ივნისი, 2022, 13:13
მწვანე ენერგია სტაგნაციას განიცდის

თბილისი (GBC) – მწვანე ენერგია ,,სტაგნაციას’’ განიცდის,რადგან წიაღისეული საწვავი დომინირებს. მიუხედავად გლობალური მოწოდებებისა, ტრადიციული ენერგიის მწვანე ენერგიით ჩანაცვლების, მსოფლიო უფრო მეტ წიაღისეულ საწვავს იყენებს.

The Renewables 2022 Global Status Report- განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო ათწლეულში, ქარის და მზის ენერგიის წილი გლობალურ ენერგეტიკულ ნაზავში მინიმალურად , 10.6%-დან 11.7%-მდე აგაიზარდა.

მიუხედავად იმისა,რომ შარშან განახლებადი ენერგიის ზრდის ,,ბუმი’’ იყო, მსოფლიო ელექტროენერგეტიკის სფეროში, მაინც ვერ დაკმაყოფილდა საერთო მოთხოვნის ზრდა. ტრანსპორტი,რომელიც მსოფლიო ენერგიის მოხმარების 1/3  შეადგენს, მასში განახლებადი ენერგიის წყაროები 4%-ზე ნაკლებია.

REN21-ის CEO -ს რანა ადიბის თქმით, განახლებადი ენერგიის წილის 1,1%პ-ით ზრდასთან ერთად, წიაღისეული საწვავი, ქვანახშირი და გაზი 80.1%-დან 79.6%-მდე უმნიშვნელოდ იკლებს. 2021 წელს, როცა მსოფლიო Covid-19-ის კრიზისიდან გამოდიოდა, გაზრდილი ენერგომოხმარების უდიდესი ნაწილი წიაღისეული საწვავით დაკმაყოფილდა. ამან გამოიწვია ნახშირბადის ემისიების მნიშვნელოვანი, გლობალურად, 2 მლრდ ტონით ზრდა .

 

 რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დადგა. იმის გამო რომ ნავთობსა და გაზზე ფასები გაიზარდა, ქვეყნებმა ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე დაიწყეს ფიქრი. ამას ემატება ის ფაქტი,რომ რუსეთისთვის ენერგიაში გადახდილი ყოველი ცენტით,ევროპა უკრაინაში ომის დამფინანსებლად მოისაზრებს საკუთარ თავს.

 

მსოფლიო გლობალურად 11 მილიონ დოლარს ხარჯავს წუთში,წიაღისეული საწვავის სუბსიდირებაზე. 2020 წელს ეს იყო გლობალური მშპ-ს 7%. მიუხედავად იმისა რომ განახლებადმა ენერგიამ,ელექტროენერგიის წარმოების 10%-ს მიაღწია 2021 წელს, პრობლემები დარჩა ტრანსპორტის მიმართულებით.მსუბიქი  და სატვირთო ავტომობილები, გემები და თვითმფრინავები მთლიანი ენერგიის მოხმარების 32%-ს შეადგენს. გასულ წელს მწვანე ენერგიას მხოლოდ 3.7%-იანი წილი ჰქონდა.

 

რანა ადიბის განხადებით ერთადერთი გამოსავალი შიდა წვის ძრავების აკრძალვაა. მისი აზრით ელექტრომობილურობის ზრდა ტრანსპორტის მიმართულებით დამაიდებელია. თუმცა დღეის მდგომარეობით,როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა არ ჩანს. საწვავის ფასის ზრდის გამო, ევროპაში საკვებზე 15%-იანი ზრდა მხოლოდ მიმდინარე ზაფხულის პროგნოზია, ძნელია ვთქვათ რამდენად აქვს მოკლე ვადიანი პერსპექტივა ადიბის აზრს.

 

ამას ემატება გასულ წელს ,პროგრესის ნაკლებობა COP26-ზე გამართულ პოლიტიკურ დაპირებებზე, კლიმატის დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე.

 

გიგა თვაური

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები