| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – 2022 წლის I კვარტალის მონაცემებით თვიურმა ხელფასმა 1445.5 ლარი შეადგინა,რაც
15.1%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (1256.2ლარი).
დიაგრამა გვიჩვენებს დასაქმებულთა საშუალო ხელფასს 2017-2022 წლებში.
საქმიანობის სახეების მიხედვით
შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 037.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით გაიზარდა 24.1%-ით);
⦁
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 339.9 (გაიზარდა 8.3%-ით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები
– 1 963.5 ლარი (გაიზარდა 9.1%-ით);
⦁ სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1 900.0 ლარი (გაიზარდა 15.9%-ით).
ამ პერიოდში, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 196.1 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1 479.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 468.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.4%-ით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2 380.8 ლარი, გაიზარდა 8.0%-ით) დარგებში ფიქსირდება.
დიაგრამაზე წარმოდგენილია დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი რეგიონების მიხედვით, 2022 წლის I კვარტალში:
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss