ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზა სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დელეგაციას მასპინძლობს
15 ივნისი, 2022, 20:07
საქართველოს რკინიგზა სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დელეგაციას მასპინძლობს

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის დელეგაცია გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით სომხეთის რკინიგზის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე წლის 5 თვის ერთობლივი მუშაობის შედეგები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წლის პირველ 5 თვეში, საქართველოს რკინიგზის გავლით სომხეთიდან ტრანზიტული 180,7 ათასი ტონა ტვირთი,  ხოლო 274,4 ათასი ტონა იმპორტირებული  ტვირთი არის გადაზიდული. მეზობელი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ტვირთების გაზრდის მიზნით, პერმანენტულ სამუშაოებს განახორციელებენ, ასევე მოქნილ სატარიფო პოლიტიკასა და ტრანსპორტირების ვადების შემცირებაზე იმუშავებენ.

შეხვედრაზე მხარეებმა გადაზიდვის პროცესის ავტომატიზაციისა და გაციფრულების საკითხებზეც იმსჯელეს. ასევე განიხილეს სამგზავრო გადაყვანები. სტატისტიკის თანახმად, ადმინისტრაციებმა მიმდინარე წელს თბილისიდან ერევნის მიმართულებით და პირიქით, ათი ათასზე მეტი მგზავრი  გადაიყვანეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზაფხულში მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, ქვეყნებს შორის რეისების რაოდენობა დაემატება. 

შეხვედრის დასასრულს, საქართველოსა და სომხეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა  შეხვედრის ოქმს ხელი მოაწერეს და იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთგამოცდილების გაზიარების პროცესი გაგრძელდება და სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები