ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისისა და ბათუმის აეროპორტები Passenger Terminal Expo-ში მონაწილეობენ
15 ივნისი, 2022, 16:19
თბილისისა და ბათუმის აეროპორტები Passenger Terminal Expo-ში მონაწილეობენ

თბილისი (GBC) - 15-17 ივნისს, პარიზში საავიაციო სფეროში ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენა Passenger Terminal Expo იმართება. ფორუმში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი აეროპორტების, ავიაკომპანიებისა და საავიაციო სფეროში ჩართული კომპანიების 2000-მდე ხელმძღვანელი იღებს. 19000კვ.მ-ზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში დელეგატებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უახლეს სააეროპორტო ტექნოლოგიებს, მომსახურების სფეროში ინოვაციურ პროდუქტებს, არქიტექტურულ და სამშენებლო სერვისებსა და ა.შ

წლევანდელი Passenger Terminal Expo-ს მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი TAV Airports-ის მთავარი აქციონერი Aeroport De Paris-ია. წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემები საავიაციო სფეროში პოსტ-პანდემიური გამოწვევებია, ინდუსტრიის დეკარბონიზაცია და საარეპორტო ბიზნესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში დელეგატებს სიტყვით TAV Airports-ისა და Aeroport Deparis-ის პრეზიდენტები მიმართავენ. ფორუმში მონაწილეობას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia  იღებს.

თეა ზაქარაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი საავიაციო სფერო ნელ-ნელა პანდემიამდელ ნიშნულებს უბრუნდება, თუმცა ინდუსტრიაში კვლავ რჩება ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები. მსგავსი ღონისძიებების მიზანია გამოცდილება გავუზიაროთ სხვა აეროპორტებს, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე გავაუმჯობესოთ ჩვენი აეროპორტების მომსახურების ხარისხი და დავამკვიდროთ მგზავრზე მორგებული სერვისის უმაღლესი სტანდარტი.მიღებული ინფორმაციისა შედეგად კი, დავაჩქარებთ პანდემიამდე ციფრების დაბრუნებასა და არსებული გამოწვევების უმოკლეს დროში გადაჭრას. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ არქიტექტული და სამშენებლო კომპანიებიც, მათ მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები საშუალებას მოგვცემს, სამომავლოდ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის სწორი კონცეფტები შევიმუშავოთ“.

უმაღლესი დონის სააეროპორტო კონფერენცია Passenger Terminal Expo 1998 წელს დაფუძნდა. გამოფენას ყოველწლიურად 130 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მსოფლიოში წამყვანი საავიაციო ბიზნესის ხელმძღვანელების პრეზენტაციებს, მათ ხედვებსა და გამოცდილებას გაეცნონ. 

ტავ ჯორჯია “TAV Airports Holding”-ის შვილობილიკომპანიაა და მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდეგაგრძელდებასაქართველოში განხორციელებული220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად,2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა დაბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალისამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.  “TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულიმრავალმილიონიანი ინვესტიციისაეროპორტებისოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა დაგონივრული მენეჯმენტის წყალობით „ტავ ჯორჯია“ ერთ-ერთ ყველაზე სანდოსტაბილურ და დინამიურკომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის „ტავ ჯორჯია“-ში დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები