ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კერძო საპენსიო სქემით პენსიას მხოლოდ 15 775 პირი აგროვებს
15 ივნისი, 2022, 14:53
კერძო საპენსიო სქემით პენსიას მხოლოდ 15 775 პირი აგროვებს

თბილისი (GBC) - კერძო საპენსიო სქემებიდან მიმდინარე ეტაპზე საქართველოში კორპორატიული საპენსიო სქემებია გავრცელებული.მსგავს სერვისს დასაქმებულებს სამი კომპანია სთავაზობს - საქაერონავიგაცია, ჯი პი აი ჰოლდინგი და ალდაგი. ბოლო ორი წლის განმავლობაში კერძო საპენსიო სქემაში გაწევრიანებული პირების რაოდენობა არ იცვლება და მათი რაოდენობა მხოლოდ 15 775-ია. დაზღვევის ზედამეხედველობის სამსახურის მონაცემებით, კერძო საპენსიო სქემებით ჯამში წლის პირველ კვარტალში მილიონ 300 ათასი ლარია დაგროვილი და აქედან უდიდესი წილი - 1.2 მლნ ლარი საქაერონავიგაციაზე მოდის, რომელიც უკვე წლებია თანამშრომლებს პენსიის დაზოგვას სთავაზობს. ამავე პერიოდში ალდაგის საპენსიო სქემა 64 ათასი ლარის მოცულობის იყო - ჯი პი აის კი 36.6 ათასი ლარის.

მიუხედავად ამისა ყველაზე მეტი ხელშეკრულება - 11 ათასი ჯი პი აი ჰოლდინგს აქვს, ალდაგს 638 - ხოლო საქაერონავიგაციას 593.

კერძო საპენსიო სქემებიდან გატანილი თანხის მოცულობა 323 ათას ლარს შეადგენს, ხოლო 31 მარტის მდგომარეობით ჯამში სამივე კომპანიის საპენსიო სქემის რეზერვები 28.8 მლნ ლარს შეადგენს.

საპენსიო სქემების საინვესტიციო შემოსავალი პირველ კვარტალში 700 ათას ლარს აღწევს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები