ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOGG-ის მხარდაჭერით XI იდეათეკა გაიხსნა
15 ივნისი, 2022, 14:46
BOGG-ის მხარდაჭერით XI იდეათეკა გაიხსნა

 თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის განცხადებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის  ფარგლებში იდეათეკების პროექტის განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

 

ბანკის და მისი პარტნიორი კომპანიის „ნაბეღლავის“, ასევე, „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში იდეათეკა გაიხსნა. ამიერიდან მოსწავლეები შეძლებენ ისარგებლონ იდეათეკაში განთავსებული, ფორმალური და არაფორმალური განათლებისთვის საჭირო 900-მდე დასახელების წიგნით, სპეციალურად მოსწავლეებისთვის შერჩეული თანამედროვე ლიტერატურით, ინტერნეტით, პროექტორით, კომპიუტერებით.

 

„კიდევ ერთი იდეათეკა გავხსენით დღეს და ვხვდები რომ წარმატებით ვახორციელებთ იმ მიზანს, რომელიც პროექტის დასაწყისში დავისახეთ. ეს მიზანი იყო, ხელი შეგვეწყო რეგიონების საჯარო სკოლებისთვის, რათა მოსწავლეებს ჰქონოდათ ყველა ის საჭირო საგანმანათლებლო რესურსი, რაც აუცილებელია მათი განვითარებისთვის, პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის. სასიამოვნოა იმის გააზრება რომ უკვე 7 რეგიონის 11 სკოლაში მოსწავლეებს აქვთ სივრცე, სადაც შეძლებენ იკითხონ, ისწავლონ, განვითარდნენ, ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ცოდნა. პედაგოგებს კი აქვთ შესაძლებლობა საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადონ ახალგაზრდებისთვის. გურიის რეგიონში ეს უკვე მესამე იდეათეკაა, რომელიც მჯერა, რომ იქცევა რეგიონის, ქალაქის საინტერესო ღონისძიებების  ჩატარების ადგილად და მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფერში ჩვენი მოკრძალებული წვლილიცაა“,– განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს უკვე მესამე წელია ხორციელდება. ამ დროის მანძილზე 6,000-ზე მეტ მოსწავლეს მიეცა წვდომა თვითგანვითარებისთვის საჭირო ისეთ რესურსებზე, როგორიცაა: ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

 ამ ეტაპზე იდეათეკები გახსნილია: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, ასევე, სოფელ დუისში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში,  ახალქალაქის მე-3  სკოლაში, ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლაში  და უკვე სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაშიც.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები