ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თეატრების 52 % თბილისში ფუნქციონირებს
გიგა თვაური
15 ივნისი, 2022, 11:16
თეატრების 52 % თბილისში ფუნქციონირებს

თბილისი (GBC) 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 ერთეული იყო ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 - დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების, 2 - ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 - თოჯინების თეატრი. თეატრების უმრავლესობა (51.9 %) ფუნქციონირებდა თბილისში, 15.4 % - იმერეთში, ხოლო დარჩენილი 32.7 % სხვა რეგიონებზე მოდის.

 2021 წელს ქვეყანაში ჩატარდა დაახლოებით 1.9 ათასი ღონისძიება, აქედან 119 ჩატარდა ქალაქგარეთ. საზღვარგარეთ ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობამ შეადგინა 27 ერთეული, რომელშიც 203 პირი მონაწილეობდა.


 2021 წელს საქართველოში 250 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 99 ერთეული წარმოადგენს მემორიალურ მუზეუმს, 72 ერთეული - ისტორიულს (მხარეთმცოდნეობის), 23 ერთეული - ხელოვნების, 13 ერთეული - მუზეუმ-ნაკრძალს, 2 ერთეული - ლიტერატურულს, ხოლო 41 სხვა სახის მუზეუმს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები