ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოში ყველაზე დიდი მზის სადგური ამუშავდება
14 ივნისი, 2022, 17:01
საქართველოში ყველაზე დიდი მზის სადგური ამუშავდება

თბილისი (GBC) - „გრინ ენერჯი“ უახლოეს მომავალში 1.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ექსპლუატაციაში მიიღებს.

 

სადგურს კომპანია კასპში აშენებს. 2000-მდე მზის პანელი, რომელიც 1.6 ჰა-ზეა დამონტაჟებული, წლიურად 1 400 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პანელების ნაწილის დამონტაჟება უკვე დასრულებულია და სადგური ამჟამად 500 კვტ სიმძლავრის დატვირთვით ოპერირებს. პროექტის ღირებულება $610 000-ია.

 

გამომუშავებული განახლებადი ელექტროენერგიით პლასტიკის და ენერგოეფექტური კერამიკული აგურის საწარმოები მარაგდება. 

 

„გრინ ენერჯი“ კერძო და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას 2017 წლიდან ეწევა. კომპანიას საქართველოში 5 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის კომერციული და საყოფაცხოვრებო მზის ელექტროსადგურები აქვს დამონტაჟებული. „გრინ ენერჯი“ აზერბაიჯანშიც საქმიანობს, სადაც 25 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურები აქვს აშენებული.

გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში “მწვანე ეკონომიკის” განვითარებაში და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ბუნებრივი გარემო“ - აცხადებს დავით შვანგირაძე, კომპანიის დამფუძლებელი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები