| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ანკლავის, ნახიჩევანის საავტომობილო ქარხანაში მიმდინარე წელს ჩინური პიკაპებისა და ელექტრომობილების აწყობა დაიწყება. სააგენტო APA-ს ცნობით, ამის შესახებ Cahan Holdinq–ის გაყიდვების მენეჯერმა ფარხად ჰუსეინოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ქარხანაში სექტემბრიდან დაიწყება ZX Avto მარკის პიკაპების
წარმოება. ავტომობილის დეტალების იმპორტი ძირითადად ჩინეთიდან განხორციელდება.
„თუ კომპანია დაადასტურებს, ავტომობილების წარმოებაში შესაძლოა
სუმგაითის ქარხნებში დამზადებული სათადარიგო ნაწილებიც გამოიყენონ“, – თქვა ჰუსეინოვმა.
მისივე თქმით, წელიწადში 300–400 პიკაპის აწყობა იგეგმება.
რაც შეეხება ნახიჩევანის საავტომობილო ქარხანაში ელექტრომობილების
წარმოებას, ჰუსეინოვის თქმით, ეგზემპლარების სახით აზერბაიჯანში უკვე შეიტანეს 7–8
ერთეული ჩინური მარკის მანქანა, თუმცა, კონკრეტულად რომელი მარკის წარმოება დაიწყება,
ეს ჯერ უცნობია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss