| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსეთ-უკრაინის
ომის პარალელურად, ყველა ქვეყანა შექმნილი მიწოდების ჯაჭვის პრობლემებისა და
მაღალი ინფლაციური მოლოდინების პარალელურად, მკაცრ მონეტარულ რეჟიმს ინარჩუნებს,
მათ შორის საქართველოც.
ამის პარალელურად კი რუსეთის
ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის
11%-დან ომამდელ ნიშნულამდე, 9.5%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
ომის დაწყების
შემდეგ, რუსეთმა პოლიტიკის განაკვეთი ერთბაშად, 20%-მდე გაზარდა, რის შემდეგაც განაკვეთი
უკვე მეოთხედ, შემცირებული სტაბილურობის რესკების გათვალისწინებით შეამცირა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკისთვის გარე ვითარება რჩება "გამოწვევად და მნიშვნელოვნად ზღუდავს
ეკონომიკურ აქტივობას", ცენტრალური ბანკის საბჭომ განაცხადა, რომ
"ინფლაცია უფრო სწრაფად ნელდება და ეკონომიკური აქტივობის კლება უფრო მცირე
ზომისაა", ვიდრე ეს აპრილში იყო
მოსალოდნელი.
„ბოლოდროინდელი მონაცემები მიუთითებს, რომ ფასების ზრდის ტემპები მაისსა
და ივნისის დასაწყისში დაბალი იყო. ეს გამოწვეულია რუბლის გაცვლითი კურსისა და
მომხმარებელთა მოთხოვნის ზრდის შემცირების შედეგად შინამეურნეობებისა და ბიზნესების ინფლაციური მოლოდინების
შესამჩნევი შემცირების კონტექსტში“, -
აცხადებენ
CBR-ში.
რუსეთში ინფლაცია
მაისში წლიურ 17.1%-მდე შემცირდა, აპრილის 17.83%-დან, რაც მისი რეკორდული დონე იყო 2002 წლის იანვრის შემდეგ.
პარასკევს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ვალუტა დოლართან მიმართებაში
დაახლოებით 4%-ით გაიზარდა და 1$ 57 რუბლის ფარგლებშია.
მთავრობის
წარმომადგენლების ვარაუდით, 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთში ინფლაციის დონე 14 – 17%-ის ფარგლებში იქნება, 2023 წლისთვის კი მაჩვენებელი 5 – 7%-მდე შემცირდება.
შეგახსენებთ, 2 კვირის წინ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის
განაკვეთი 14-დან 11%-მდე შეამცირა.
შემდეგ გადაწყვეტილებაზე რუსეთის ცენტრალური ბანკი 22 ივლისს იმსჯელებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss