| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ლაგარდის გადაწყვეტილებას ნადარაია აფასებს. თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ევროს და დოლარის ეპოქა ნელნელა სრულდება - ბაზრებზე მოვლენები საბაზო სცენარით ვითარდება.
როგორც იცით, ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) რეფინანასირების განაკვეთს 0.25%-ით ზრდის და პრეზიდენტ ქრისტინ ლაგარდის განცხადებით, წლის ბოლოსკენაც აიწევს.
ოთარ ნადარაიას ინფორმაციით, ამასთან, ეკონომიკის ზრდის შენელების წინასწარი ინდიკატორები აღინიშნება აფრიკასა და ევროპაშო. იმედია წლის განმავლობაში უკრაინაში საომარი მოქმედებები დასრულდება, რაც მომავალ წელს ინფლაციას ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს. ზრდის შენელებისა და ნაკლები ინფლაციის პირობებში, არ არის გამორიცხული, დოლარსა და ევროში პროცენტები უფრო ნელი ტემპით აიწიოს, ვიდრე სადღეისოდ არსებული მოლოდინებია. თუმცა, ზრდას ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ველოდეთ.
ნადარაიას მოლოდინით, ჩვენთან დოლარიც და ევროც გაძვირდება, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ვიდრე საერთაშორისო ბაზრებზე. ამის მიზეზი, ადგილობრივ უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების უფრო ნაკლები გაზრდის მოლოდინია. თუმცა, ის სახსრები, რაც საერთაშორისო ბაზრებიდანაა მოზიდული, პროპორციულად გაძვირდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დოლარში და ევროში საპროცენტო განაკვეთების აწევა თავისთავად არ ნიშნავს ლარის კურსის დასუსტებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss