| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოში რუსული კაპიტალი 11.2 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. რუსეთიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე 2008 წლის შემდეგ ასეთი დაბალი არ ყოფილა. ამასთან რუსეთიდან კაპიტალის გადინების მაჩვენებელი ბოლო წლებში არ ყოფილა. გასულ წელს რუსეთიდან ჯამში 58 მლნ დოლარზე მეტის ინვესტიცია ჩაიდო. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ არაერთი რუსული აქტივი ქართულზე გადმოფორმდა - მათ შორის მაგალითად VTB ბანკი. შეგახსენებთ რომ ბანკის უმსხვილესი პორთფელი ბაზის ბანკმა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შეისყიდა, მცირე ნაწილი კი მოგვიანებით ლიბერთი ბანკზე გასხვისდა. სავარაუდოა რომ რუსული კაპიტალის შემცირება სწორედ ვითიბი ბანკს უკავშირდებოდეს.
2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის რეკორდულ დონეზეა და 568 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები: ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდები და აშშ.
I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი - 111.1 მლნ. აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ. აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss