ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გზითსარგებლობის გადასახადი იზრდება
9 ივნისი, 2022, 16:55
გზითსარგებლობის გადასახადი იზრდება

თბილისი (GBC) - გზიტსარგებლობის გადასახადი 200 ლარიდან 350 ლარამდე გაიზარდა. მიზეზად გზების მოვლა-პარტონობისთვის გაზრდილი ხარჯები სახელდება. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ რომ ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურაზე 5 მლრდ ლარზე მეტი დაიხარჯა.

„როგორც ცნობილია, გზათსარგებლობის საფასური ტრანზიტული ტვირთებისთვის შემოღებულია 2010 წლის 1 აგვისტოდან და დღემდე ქვეყანაში სწორედ 2010 წლის მდგომარეობით განსაზღვრული ოდენობა (200) ლარი მოქმედებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და საბიუჯეტო სახსრებით მნიშნელოვანი თანხები (5 მილიარდ ლარზე მეტი) მიმართა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებით საგზაო ინფრასტუქტურის მოწყობაზე და დღეს ამ ინფრასტუქტურას აქტიურად იყენებენ საერთაშორისო გადამზიდავები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგზაო ინფრასტუქტურა საერთაშრისო სტანდარების შესაბამისად, საჭიროებს მოვლა-შენახვას, რისთვისაც აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსები. სწორედ ამას უკავშრდება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ტრანზიტული ტვირთებისთვის იზრდება გზათსარგებლობის საფასური 200 ლარიდან 350 ლარამდე“ - განმარტავენ ფინანსთა სმაინისტროში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფასიანი გზების განსაზღვრება და ოდენობა საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს, ტ რ ა ნ ზ ი ტ ი ს რეჟიმში მოძრავი, როგორც ქართული ისე უცხოური სატვირთო ავტომობილები იხდიან "გზითსარგებლობის საფასურს". სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრში განმარტავენ რომ ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავსტრიას,  2- 2.5 ჯერ მაღალია, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით 7-10 ჯერ მაღალი. ამასთან, აღნიშნული გადასახადი არის მოუქნელი, რადგანაც არ ითვალისწინებს, ავტომანქანის ეკოლოგიურ (ევრო 5, 6) მდგომარებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები