ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რუსეთში ავტომობილების გაყიდვები დაეცა
8 ივნისი, 2022, 13:07
რუსეთში ავტომობილების გაყიდვები დაეცა

თბილისი(GBC) - გასულ თვეში რუსეთში რეალიზებული ავტომობილებიდან მხოლოდ 5% მოდის პრემიუმ–კლასის მანქანებზე. მაღალი კლასის წილი გაყიდულ მანქანებში მანამდე საშუალოდ 9–10%–ს აღწევდა. რუსული გამოცემა „კომერსანტის“ მონაცემებით, მაისში რუსეთში 1 500 ახალი პრემიული ავტომობილი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 89%–ით ჩამორჩება. აპრილთან შედარებით კი კლებამ 45% შეადგინა. ამასთან, პრემიუმ–კლასის სეგმენტში გერმანული Mercedes-Benz და BMW ლიდერობენ. ასევე აქტიურად იყიდება იაპონური Lexus, კორეული Genesis და General Motors–ის მანქანები. მანამდე ევროპული ბიზნეს ასოციაციის ავტომწარმოებლების კომიტეტში დაიანგარიშეს, რომ რუსეთში მსუბუქი და მსუბუქი კომერციული ავტომობილების გაყიდვები აპრილში 83%–ით შემცირდა 24 268 ერთეულამდე. იანვარ–მაისში, წლიურ გამოსახულებაში, გაყიდვები 52%–ით არის შემცირებული – 318 114 მანქანამდე. რუსეთის ბაზარი, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ასობით უცხოურმა კომპანიამ დატოვა დროებით ან სამუდამოდ. მათ შორის, რუსეთში მუშაობაზე მსოფლიოში ცნობილი ავტომობილების მწარმოებლებმაც განაცხადეს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები