ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ექსკლუზიური ელექტრომობილები „ავტო გალერის“ შოურუმში
8 ივნისი, 2022, 13:00
ექსკლუზიური ელექტრომობილები „ავტო გალერის“ შოურუმში

თბილისი (GBC) - მსოფლიო ავტოინდუსტრიისთვის 2021 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა ელექტრომობილების გაყიდვებში, 98%-იანი წლიური ზრდით. მსოფლიო ტრენდს არც საქართველო ჩამორჩება და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე მოთხოვნა აქაც საკმაოდ დიდია.

გაზრდილ მოთხოვნაზე მეტყველებს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის „ავტო გალერის“  შოურუმში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობა.

 

ალბათ ქუჩაში უკვე შეგიმჩნევიათ პატარა, მოსახერხებელი და გამორჩეული ელექტრო Citroen Ami, რომელიც სწორედ „ავტო გალერიმ“ ჩამოიყვანა კომპანია „ქარისთვის“. პირველ ტრანშს კიდევ 24 ახალი ელექტრომობილი დაემატა, აგვისტოს ბოლომდე კი ავტოპარკი 70 ერთეულამდე შეივსება. 

 

ავტო გალერი“, სიტროენის გარდა, ექსკლუზიურად სხვა გიგანტ ბრენდებთანაც თანამშრომლობს. სანდოობასთან და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვასთან ერთად, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაღალი ხარისხია. „ავტო გალერი“ ელექტრომობილების იმპორტით მსოფლიო გამოწვევებს პასუხობს. 

გიორგი კობახიძე, „ავტო გალერის“ დირექტორი: სოციალურ და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ და ჩვენი მომხმარებლებისთვის ეკომეგობრულ და ეკოლოგიურ მოდელებს შოურუმში ყოველკვირეულად ვაახლებთ. ვცდილობთ, ვუპასუხოთ მსოფლიო გამოწვევას და „ავტო გალერის“ გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგად საქართველოში ექსკლუზიური ელექტრომობილები ჩამოგვყავს. თანამედროვე ტრანსპორტით მომხმარებელს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში ვეხმარებით, რასაც ყოველდღიური საცობები, საპარკინგე ადგილების სიმწირე, გაზრდილი საწვავისა თუ ცხოვრების ხარჯები, ავტომობილის სისტემატური ტექნიკური მომსახურება უქმნის“.

ავტო გალერისშოურუმში ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი Polestar 2, Volkswagen -ID 4 და 7-ადგილიანი Volkswagen ID 6. გარდა ამ ელექტრომობილებისა, მომხმარებელს თავად შეუძლია შეარჩიოს სასურველი ეკომეგობრული ავტომობილი, რომლის ჩამოყვანასაც კომპანია უზრუნველყოფს.


„ავტო გალერი“ (Auto Gallery) „თეგეტა ჰოლდინგშიშემავალი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წლიდანავტო გალერი“ NIU- ელექტრომოპედების ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

 

 

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები