ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველი სურსათის საერთაშორიო დღეს უერთდება
7 ივნისი, 2022, 11:07

 

07.06.2022  - 7 ივნისს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 2019 წელს დაწესდა, რათა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოაქციოს სურსათთან დაკავშირებული რისკები, მათი მართვა, პრევენცია და უვნებელ სურსათზე ზრუნვა.

 

FAO-ს მონაცემებით, ყოველწლიურად 600 მილიონი ადამიანი ავადდება საკვებით გამოწვეული დაავადებებით, რომელთა 200-მდე სახეობა არსებობს. ისინი, ძირითადად, გამოწვეულია ბაქტერიებით, ვირუსებით, პარაზიტებით ან ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც ჩვენს სხეულში დაბინძურებული საკვებით, ან დაბინძურებული წყლით ხვდება. სურსათთან დაკავშირებული ავადმყოფობა განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში და მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობაში. მოწამლული საკვების შედეგად, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 420 000-მდე ადამიანი კვდება. სურსათის უვნებლობის დაცვით მათი უმრავლესობის პრევენცია შესაძლებელი იქნებოდა.

 

FAO საქართველოში ყოველწლიურად უერთდება სურსათის უვნებლობის დღესა და მის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.  7 ივნისს, 16:00-ზე, მზიურის პარკში, ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ FAO-სა და ევროკავშირის პროექტი „სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში) და “ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS)”, რომელსაც სურსათის ეროვნული საგენტო და FAO ახორციელებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები