ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო Routes Asia 2022-ში მონაწილეობს
7 ივნისი, 2022, 18:09

თბილისი (GBC) - 6-8 ივნისს დანანგში (ვიეტნამი) საავიაციო ფორუმი Routes Asia 2022 იმართება. მასში მონაწილეობას 800 დელეგატი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან იღებს. საქართველო ფორუმში  პირველად მონაწილეობს და ქვეყანას აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობის მიზანია საქართველოს ავიაბაზრით აზიური ავიაკომპანიები დაინტერესდნენ.

, Routes Asia-ზეპირველად ვართ. პირველი პირისპირ კონტაქტი აზიის ავიაბაზართან. ვმართავთ პრეზენტაციებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტზე. ვხვდებით  რამდენიმე (10-ამდე) უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიას და პარტნიორ აეროპორტებს, რომლებიც გვსურს დავაინტერესოთ საქართველოს ავიაბაზრით,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) ინფორმაციით, ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, აზიის საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

სამდღიან ფორუმზე მონაწილეები პირისპირ შეხვედრებს მართავენ ავიაციისა და ტურიზმის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. რათა შეჯერდეს აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები