ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თურნავა: ყველაზე დიდი გამოწვევა ინფლაციაა
6 ივნისი, 2022, 16:21
თურნავა: ყველაზე დიდი გამოწვევა ინფლაციაა

თბილისი (GBC) - პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის - ნათია თურნავას მოსმენა გაიმართა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა დიდი პატივია. ამასთან თურნავა უარყოფს ინფორმაციას რომ ის სამომავლოდ ბანკის პრეზიდენტად დაინიშნება.

„ეროვნულ ბანკს ჰყავს ძალიან პროფესიონალი პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო რეპუტაციული გამომცემლობის Global Finance-ის მიერ იყო დასახელებული როგორც ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველი“, - ამბობს თურნავა.

ამასთან მისივე თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ინფლაციის დონეა.

„ყველაზე დიდი გამოწვევა ინფლაციაა, ეს არის გლობალური პრობლემაა, რომელიც ყველა ქვეყანას, - ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებსაც დაუდგა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა კი ამ პრობლემას პასუხობს“, - ამბობს თურნავა და დასძენს რომ მსგავს ფუნდამენტურ საკითხებზე მტავრობა და ეროვნული ბანკი კოორდინირებულად მოქმედებენ.

„პრინციპულ საკითხებში, მათ შორის როგორიცაა ანტიინფლაციური პოლიტიკა გადაწყვეტილება მიიღებოდა კოორდინირებულად.  ფუნდამენტური პრინციპია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული“, - განაცხადა თურნავამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები