ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
განახლებადი ენერგია ქართული ბიზნესისთვის
6 ივნისი, 2022, 12:24
განახლებადი ენერგია ქართული ბიზნესისთვის

თბილისი (GBC) - თიბისისა და განახლებადი ენერგიიის კომპანია ენოვუსის თანამშრომლობით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ჩატარდა კონფერენცია „განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქართული ბიზნესისთვის“. კონფერენცია გაიმართა 2 ივნისს თიბისი კონცეპტის სივრცეში. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ბიზნეს საზოგადოებაში განახლებადი ენერგიის, კერძოდ, მზის, წყლისა და ქარის ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოხმარების გაზრდის მხარდაჭერას.

 ფორუმში მონაწილება მიიღეს თიბისის, კომპანია ენოვუსის,  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი), არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის და სხვადასხვა განახლებადი ენერგიის კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს განახლებადი ენერგიის ინოვაციური ტექნოლოგიების და გადაწყვეტების, ენერგეტიკის სექტორში მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების, საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის, წარმოებისა და მოხმარების წამახალისებელი მექანიზმების შესახებ.

 თიბისისთვის მნიშვნელოვანია, აამაღლოს ცნობიერება განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების შესახებ,  წვლილი შეიტანოს განახლებადი ენერგიის გამოყენების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესებს, ეფექტურად უპასუხონ ენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგონ და გახდნენ ენერგოდაუმოუკიდებლები, ისე რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს.

 ღონისძიება გაიმართა 5 ივნისის კვირაში. ამ დღეს აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღე.




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები